ბათუმის მერია 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას იწყებს - შეხვედრების განრიგი

ბათუმის მერია 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას იწყებს. ამ გზით, მოქალაქეები მთავარი ფინანსური დოკუმენტის პარამეტრებს, დაგეგმილ პროგრამებსა და პროექტებს გაეცნობიან.

დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ დაესწროთ დისკუსიას, გამოთქვათ თქვენი მოსაზრებები და დასვათ კითხვები. ადგილობრივებს საშუალება ექნებათ ბიუჯეტის დამტკიცებამდე მისი კორექტირება მოითხოვონ.

საჯარო განხილვა რამდენიმე მისამართზე დააანონსა. პირველი შეხვედრა 28 ნოემბერს, 11 საათზე, აეროპორტის გზატკეცილის 259 ნომერში გაიმართება. პროცესი 2 დეკემბერს, ჯავახიშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდება.

სრული განრიგი ასეთია: 

28 ნოემბერი

11:00 საათი – აეროპორტის გზატკეცილი #259:

  • გონიო-კვარიათის ადმინისტრაციული ერთეული
  • აეროპორტის ადმინისტრაციული ერთეული

14:00 საათი – დიდაჭარის ქ. #23

  • კახაბრის ადმინისტრაციული ერთეული
  • სამრეწველო ადმინისტრაციული ერთეული

29 ნოემბერი

11:00 საათი – თამარ მეფის გამზირი #60:

  • მწვანე კონცხის ადმინისტრაციული ერთეული

15:00 საათი – ბონის კულტურის სახლი:

  • ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციული ერთეული
  • თამარის ადმინისტრაციული ერთეული

30 ნოემბერი

 11:00 საათი – ტაბიძის ქ. #5:

  • ხიმშიაშვილის ადმინისტრაციული ერთეული
  • აღმაშენებლის ადმინისტრაციული ერთეული

1 დეკემბერი

11:00 საათი – გორგილაძის ქ. #19:

  • ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეული
  • რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეული

2 დეკემბერი

11:00 საათი – პუშკინის ქ. #132:

  • ბაგრატიონი 1-ის ადმინისტრაციული ერთეული
  • ბაგრატიონი 2-ის ადმინისტრაციული ერთეული
  • ჯავახიშვილის ადმინისტრაციული ერთეული

დამატებითი ინფორმაციისთვის კი დარეკეთ ნომერზე: 595 31 32 00.

მეტის ნახვა