ბათუმი საკრებულოს გარეშე - ენმ-სა და "გახარიას პარტიის" სამოქმედო გეგმა

გაძვირებული პროდუქტები, კომუნალური გადასახადები და საწვავი.  ქვეყანაში მოვლენები ყოველდღიურად დრამატულად ვითარდება, ამ დროს ბათუმის მერი ახალ წელს შვებულებით იწყებს, საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატები კი საქმიანობის გარეშე ხელფასებს ირიცხავენ. პირველივე სხდომაზე მმართველმა პარტიამ ფრაქცია შექმნა, რის ხარჯზეც უმოქმედობის მიუხედავად, ბიუჯეტიდან ხელფასის სახით სოლიდურ ანაზღაურებას იღებენ.  მოკლედ, თვითმმართველ ქალაქში პროცესები მესამე თვეა ჩიხშია. საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული, რადიკალური ხედვების მქონე პოლიტიკოსების შეთანხმებლობით ქალაქი ზარალდება.

აჭარაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე ისევ ოპოზიციასთან ერთად ვსაუბრობთ, „ქართული ოცნება“ მედიის კითხვებს ამჯერადაც გაურბის, შესაბამისად გაუგებარია როგორი იქნება მათი სამომავლო ტაქტიკა. ერთადერთი რაც ვიცით, ამ დროის განმავლობაში ოპოზიციის მტკიცებით, ისინი ოპონენტების გადაბირებით არიან დაკავებულები. 

მეტის ნახვა