არჩილ ჩიქოვანი და დავით გაბაიძე სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდნენ

ბათუმის მერი და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, თურქეთში იმყოფებოდნენ. არჩილ ჩიქოვანი და დავით გაბაიძე ტრაპიზონის გუბერნატორსა და მერს შეხვდნენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბათუმსა და ტრაპიზონს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა. დელეგაციის წევრები ბიზნესფორუმის გახსნაშიც მონაწილეობდნენ, რომელსაც ორი ქვეყნის ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ტრაპიზონში ბათუმის დღეების“ ფარგლებში, ,,ბათუმის დინამოსა“ და „ტრაბზონსპორის“ 19 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა შორის ამხანაგური მატჩიც გაიმართა.

მეტის ნახვა