აპირებს თუ არა გადადგომას ირაკლი ღარიბაშვილი? - პრემიერის განცხადება

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხალხისგან განმტკიცებული მანდატი მიიღო და გადადგომას არ აპირებს.

მთავრობის მეთაურმა მოსაზრებას სრული აბსურდი უწოდა.

"რაც შეეხება გადადგომას, რა თქმა უნდა მე არ ვაპირებ. ეს არის სრული აბსურდი. პირიქით, ჩვენი ვალდებულება არის, რომ ყველა ეს პირობა, რომელიც ჩვენ, ჩვენმა გუნდმა ავიღეთ, შევასრულოთ ბოლომდე. შეგახსენებთ, რომ მე შარშან, თებერვალში გავხდი პრემიერმინისტრი. მას შემდეგ, ჩვენ, ჩვენმა გუნდმა მოვიგეთ დამსახურებულად არჩევნებში მე-8-ჯერ და ხალხისგან მივიღე განმტკიცებული მანდატი, რომ ვემსახურო ჩვენს ხალხს და ქვეყანას. თქვენი შეკითხვა უადგილოა", - თქვა ღარიბაშვილმა.

მეტის ნახვა