"ანტიკორუფციული მოძრაობა" ბათუმის მერიას კერძო კომპანიასთან უკანონო გარიგებაში ადანაშაულებს

„ანტიკორუფციული მოძრაობა“ ბათუმის მერიას კერძო კომპანიასთან უკანონო გარიგებაში ადანაშაულებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შპს „აჯადს“ თითქმის ერთი წელია ბათუმში, გარე რეკლამები უკანონოდ აქვს განთავსებული და უცნობია იხდის თუ არა კომპანია თანხას ბიუჯეტის სასარგებლოდ. მათი მტკიცებით, საქმე კორუფციულ გარიგებას ეხება.

ბათუმის მერიაში წერილობით განმარტეს, რომ შპს „აჯადთან“ ხელშეკრულება შეწყვეტილია და მის წინააღმდეგ სასამართლო დავა მიმდინარეობს. პარალელურად კი, მუნიციპალური ინსპექცია კომპანიას, უკანონოდ განთავსებული ბანერების გამო სისტემატურად აჯარიმებს.  

მეტის ნახვა