"ანტიდემოკრატიული ქმედებებით საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ გაცხადებულ სურვილს და ხალხის აშკარა ნებას შორდება" - მილერი

მილერი

"ანტიდემოკრატიული ქმედებებით საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ გაცხადებულ სურვილს და ხალხის აშკარა ნებას შორდება"- ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს. 

ჟურნალისტი: "საქართველოსთან დაკავშირებით არაერთხელ გვისაუბრია რუსული კანონის შესახებ, თუმცა კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა არსებობს, მოსკოვის კანონმდებლობის ასლი, რომელსაც „ოჯახური ღირებულებების კანონი“ ეწოდება. უკვე ვნახეთ, რომ ის მიიღეს და რეალური შედეგებიც დადგა. ორი დღის წინ ტრანსგენდერი ქალი მოკლული იპოვეს. რა რეაქცია გაქვთ ამაზე?"

მეთიუ მილერი: “როგორც ვიცი, კანონი ჯერ სრულად არ ამოქმედებულა და კითხვები არსებობს მისი საბოლოო სტატუსის შესახებ - გახდება თუ არა ის კანონი. მაგრამ, როგორც უკვე თვეებია, ვამბობთ, ანტიდემოკრატიული ქმედებებით, ასევე მოწყვლად და მარგინალიზებულ ჯგუფებზე ზეწოლით საქართველო შორდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ გაცხადებულ სურვილს და ხალხის აშკარა ნებას. ეს კანონი სწორედ ამ ტენდენციის გაგრძელებაა”

მეტის ნახვა