აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომა

აჭარის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი, კომიტეტებში განხილვისთვის მზადაა. რეგიონის მთავრობის, შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული დოკუმენტი ბიურომ კიდევ ერთხელ შეაჯამა.

დოკუმენტს, საბოლოოდ, კენჭი 16 დეკემბერს უნდა უყარონ. დღესვე, შეაჯამეს 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების ანგარიში.

ითქვა, რომ ბიუჯეტი 74 პროცენტითაა შესრულებული და მაჩვენებელი წლის ბოლოსთვის, 90%-ს გადააჭარბებს. სხდომას სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი წარედგინა. დოკუმენტის მიხედვით, ქონება, რომელსაც ადმინისტრაციული ორგანოები, გრანტით ან ჩუქების სახით მიიღებენ, მთავრობის თავმჯდომრის ნებართვის გარეშე, დამოუკიდებლად განკარგავენ.

გარდა ამისა, ცვლილება შედის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში. კერძოდ, კომიტეტები და წევრები ყოველწლიურ ანგარიშებს, შემოდგომის ნაცვლად, წლის დასაწყისში წარადგენენ.

მეტის ნახვა