აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიურომ, 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვრატლის შესრულების ანგარიში მოისმინა

ბიუროს სხდომა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიურომ, 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვრატლის შესრულების ანგარიში მოისმინა. წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, ბიუჯეტი, გადაჭარბებით, 122 პროცენტით შესრულდა. საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანი ზრდა შემოსავლების ნაწილშია. ბიურომ, დღესვე იმსჯელა წარდგენილ პეტიციაზე, რომელიც აჭარის მუნიციპალიტეტების ცენტრებში თავისუფალი სივრცეების მოწყობას გულისხმობს. ინიციატივა შუახევიდან, სოფელ ჭვანადან შევიდა.

მეტის ნახვა