აჭარის უმაღლესი საბჭო რეგიონის ერთადერთი უწყებაა, სადაც საქართველოს დროშასთან ერთად ევროკავშირის დროშაც გადმოფინეს

უმაღლესი საბჭო ერთადერთი სახელმწიფო შენობაა აჭარაში, რომელზეც საქართველოს დროშასთან ერთად, ევროკავშირის სიმბოლიკაა გადმოფენილი.

ცნობისთვის, ქვეყანაში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წელს, ევროკავშირის დროშები გამოფენილი არ იქნება. ეს მაშინ, როცა ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია და ევროპულ ოჯახში გაწევრების პერსპექტივა მიიღო.

წინა წლებში, 26 მაისისთვის მოსამზადებელი ცერემონისას, საქართველოს ეროვნულ სიმბოლიკასთან ერთად, ქუჩებში ევროკავშირის დროშებიც იყო გამოფენილი.

მეტის ნახვა