აჭარაში მოქმედი ოპოზიცია, ხვალინდელ ღონისძიებაზე ევროკავშირის დროშის მიტანას გეგმავს

აჭარაში მოქმედი ოპოზიცია, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, ბათუმში ევროკავშირის დროშის მიტანას გეგმავს. პარტიაში, „ლელო საქართველოსთვის“ აცხადებენ, რომ ცენტრალური პარკის კოლონადებთან, ევროკავშირის სიმბოლიკას თავად ააფრიალებენ.

მოქალაქეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ამ ხერხით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ. გენო თებიძის თქმით, მსვლელობას, ხვალ, დღის სამ საათზე მოაწყობენ და ბათუმის ქუჩებს, ევროკავშირის დროშებით შემოივლიან.

მეტის ნახვა