2 მილიონიანი ხიდი სტანდარტებს არ აკმაყოფილებს - ენმ საცობს აპროტესტებს

ბათუმსა და ქალაქის შემოსასვლელში არსებული საცობი გააპროტესტეს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. რეზო ხარაზმა ბრიფინგი თამარის დასახლებაში არსებულ ხიდთან გამართა და თქვა, რომ კონსტრუქცია, რომლის მშენებლობაზეც 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, საგზაო ინფრასტრუქტურის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.

ოპოზიციონერი დეპუტატი ქალაქში შექმნილი ქაოსური ვითარების ერთ-ერთ მიზეზს სწორედ ამაში ხედავს და პასუხისმგებლობას პროექტის განმახორციელებელ უწყებებს აკისრებს.

ხარაზი აქცენტირდება საპარკინგე ადგილების ნაკლებობაზეც. იგი ბათუმის მერს მიმართავს და სატრანსპორტო პოლიტიკის გამოსწორებისკენ მოუწოდებს.

მეტის ნახვა