ახალი ამბები • 1728068947
13 მომხრე და 4 წინააღმდეგი - აჭარის 2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
13 მომხრე და 4 წინააღმდეგი - აჭარის 2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია. რეგიონის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 726 მილიონ 553 ათას 700 ლარს შეადგენს. ეს 153 მილიონ 902 ათასი ლარით მეტია მიმდინარე წელთან შედარებით.
მხარჯავ დაწესებულებებზე თანხები შემდეგნაირად გადანაწილდა: შვიდმილიონ ნახევარი უმაღლეს საბჭოს, ხუთმილიონ ნახევარზე მეტი აჭარის მთავრობას, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროზე 139 მილიონ 800 ათასი მოდის, ჯანდაცვაზე - 51 მილიონი, განათლების სამინისტროზე - 140, ხოლო სოფლის მეურნეობაზე - 32 მილიონი ლარი.
თავის მოხსენებაში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა. მომდევნო წელს, უნდა დაფინანსდეს მაღალმთიან აჭარაში ტურისტული პროექტები, დაიწყოს ე.წ. „ოცნების ქალაქის“ მეორე ეტაპის მშენებლობა, გზების და სკოლების რეაბილიტაცია და სხვა.
თავიანთი შენიშვნები წარმოადგინეს ოპონენტებმა. აღნიშნეს, რომ დოკუმენტში არ არის საუბარი ისეთი საკითხების გადაჭრაზე, რომლებსაც რეგიონი წლებია ელოდება. ასეთია მაგალითად, გონიოს ნაგავსაყრელის დახურვა და პოლიგონის განვითარება, საცურაო აუზის, ყინული სასახლისა და ძალოსნობის დარბაზის მშენებლობები, ბათუმის ბულვარის მერიისთვის გადაცემა და სხვა.
1726726009