ახალი ამბები • 1726648585
Wizz Air-ის თვითმფრინავის ბორტზე მგზავრი გარდაიცვალა
Wizz Air-ის თვითმფრინავის ბორტზე მგზავრი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი მგზავრი სოციალურ ქსელში ავრცელებს. მგზავრის ინფორმაციით, რომიდან ქუთაისისკენ მიმავალი თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა ბულგარეთში, ვარნაში, სადაც ერთ-ერთ ობიექტში 5 საათზე მეტი გაატარეს. მგზავრებმა არ იციან, როდის შეასრულებს ფრენას კომპანია.
“სადღაც შემოგვყარეს, სკამებიც არაა საკმარისი, ბავშვები იატაკზე წვანან, ზოგი სიცხიანია, ვერც გაფრენის დროს გვეუბნებიან, არც ჩვენ გვიშვებენ სადმე, ასე როდემდე ვიქნებით კაციშვილმა არ იცის? მანამდე რომში ჩამოფრენა 3 საათით დააგვიანა, მერე ბორტზე გამოგვიცხადეს ტექნიკური პრობლემა ჰქონდა ამ თვითმფრინავს და შევაკეთეთო, ფრენის დროს ჰაერში ეს როგორ უნდა გამოუცხადო მგზავრებს? მოკლედ 12 საათია გზაში ვართ და კიდევ ვინ იცის რამდენ ხანს ვიქნებით"-წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე.
მცდელობის მიუხედავად კომპანიასთან დაკავშირება ვერ შევძელით.
1726553925
1726076663
1725957626