ვიზალიბერალიზაციის შეჩერების რისკი | ადგილობრივი პოლიტიკოსების შეფასებები

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების რისკი სულ უფრო და უფრო იზრდება. ევროკავშირი რეაგირებისთვის მზადაა. პარტნიორები აანონსებენ, რომ  მოვლენების განვითარების შესაბამისად იმოქმედებენ.  საქართველოში ევროკავშირის ელჩი აცხადებს,. რომ ისინი მონიტორინგს უწევენ პროცესებს და შესაბამისის ქმედებებისთვის მზად არიან. ერთ-ერთ ვარიანტად უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება მოიაზრება. რისკებს აფასებენ ადგილობრივი პოლიტიკოსები. „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ პროცესები შეუქცევადი იქნება, ვიდრე ოცნებას ქვეყნის მართვის სადავეები ხელში ექნება. კოალიაციაში „ცვლილებისთვის“ მიაჩნიათ, რომ ეს საფრთხე ისე რეალური არასდროს ყოფილა, როგორც ახლა, ხოლო „ძლიერ საქართველოში“ აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი ვალდებულია ქართველი ხალხის მონაპოვარს გაუფრთხილდეს. ქართულ ოცნებაში ადგილობრივ დონეზე კომენტარი არ კეთდება. 

მეტის ნახვა