უკრაინაში, 9 ქართველი მებრძოლი დაიჭრა

ლადო გამსახურდია

უკრაინაში 9 ქართველი მებრძოლი დაიჭრა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამის შესახებ ერთ-ერთი მებრძოლი, ლადო გამსახურდია Facebook-ზე წერს და სამედიცინო დაწესებულებიდან ფოტოს აქვეყნებს.

ლადო გამსახურდიას თქმით, მას ანასხლეტი მოხვდა და მსუბუქი კანტუზია განუვითარდა.

“როგორც ხედავთ, ვარ კარგად. შეტაკება იყო ძლიერი. ჩვენ გამოვედით დანაკლისის გარეშე. მოწინააღმდეგეებს აქვს სოლიდარული დანაკარგი. მადლობა ჩვენ ქართველ მეთაურს და ჩვენ მებრძოლ ძმებს. მადლობა ექიმებს. ერთობით გავიმარჯვებთ. როგორც მეთაურმა თქვა: ჩვენ ქართველი დაღუპული მებრძოლების სისხლი ავიღეთ“, - წერს გამსახურდია.

მეტის ნახვა