TV25-ის ექსკლუზიური მასალის შემდეგ, ბათუმის მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

TV25-ის ექსკლუზიური მასალის შემდეგ, ბათუმის მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ TV25-ს აჭარის განათლების მინისტრმა განუცხადა.

მაია ხაჯიშვილის განმარტებით, სკოლის დირექტორის მხრიდან, ადგილი ჰქონდა გადაცდომას, რის გამოც მასთან შრომითი ხელშეკრულება შეწყვიტეს. მინისტრის თქმითვე, საკითხზე მოკვლევა ისევ გრძელდება.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რაც დადგინდა მოკვლევის შედეგად, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება და მითითებული საჯარო სკოლის დირექტორი დღესვე დატოვებს თანამდებობას.

ვინაიდან, სასწავლო რესურსის დროს გამოიკვეთა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, მათ შორის, ისეთი სტიკერების განთავსება, რომელიც მიუღებელია კანონმდებლობით და კონსტიტუციით. შესაბამისად იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული.

რამდენიმე დარღვევაა კომპლექსურად, მათ შორის იმ სტიკერების გამოყენება, რომელიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. ერთ-ერთი მოსწავლე ნამდვილად არ არის გარიცხული“,- თქვა მაია ხაჯიშვილმა.

აქვე შეგახსენებთ, გუშინ, TV25-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმის მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორმა მოსწავლეს სასწავლო პროცესი იმის გამო დაატოვებინა, რომ მოზარდმა კედლიდან რუსეთის დროშა ჩამოხია.

გარდა ამისა, დაწესებულებაში აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდაა აღიარებული. ამას ის ფაქტი მოწმობს, რომ სკოლის შენობის კედელზე აფხაზეთის დროშაა განთავსებული.

მეტის ნახვა