TV25-ის ექსკლუზიური ინფორმაცია დადასტურდა - ბათუმის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ირაკლი კიკვაძე აირჩიეს

TV25-ის ექსკლუზიური ინფორმაცია დადასტურდა - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ირაკლი კიკვაძე აირჩიეს.

მისი კანდიდატურა დასამტკიცებლად აჭარის განათლების მინისტრს სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევმა სარეკომენდაციო საბჭომ წარუდგინა.

ფაქტზე, რომ ირაკლი კიკვაძე ბათუმის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდებოდა, TV25 კონკურსის გამოცხადებამდე წერდა.

ვრცლად ამ თემაზე: დაპირისპირება და ინტერესთა კონფლიქტი ბათუმის თოჯინების თეატრის ხელმძღვანელის შერჩევის პროცესში

მაია ხაჯიშვილმა თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი გაათავისუფლა

ცნობილია იმ პირთა ვინაობა, ვისაც ბათუმის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობა სურთ

მეტის ნახვა