ტურისტი, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა, ღვარცოფმა მოიყოლა - მას ამ დრომდე ეძებენ

ღვარცოფი

ფშავში, ბარისახო-შატილის გზაზე ღვარცოფში მოყოლილ უცხოელ ტურისტს ამ დრომდე ეძებენ.

სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ტურისტი, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდება, სოფლებს მაღაროსკარსა და ხომს შორის გზის სავალ ნაწილზე გადმოსულმა ღვარცოფმა მოიყოლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად დაკარგული ტურისტის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

მეტის ნახვა