ტურისტებით სავსე 2 მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა - გარდაიცვალა 1, ხოლო დაშავდა რამდენიმე ადამიანი

პოლიცია

ტურისტებით სავსე 2 მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტართან მოხდა. ინფორმაციას TV მონიტორინგი ავრცელებს.

მედიის ცნობით, გარდაცვლილია ერთი ტურისტი. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 პუნქტით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება ან/და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მეტის ნახვა