ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო - ვინ არიან მსურველები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თავმჯდომარეობის მსურველი 4 კანდიდატია, ხოლო ცესკოს წევრობის მსურველი - 7. კერძოდ, ხელმძღვანელობა სურთ: თამაზ ფოლადაშვილს, თენგიზ თევზაძეს, გიორგი შაიშმელაშვილს და გიორგი კალანდარიშვილს. ხოლო ცესკოს წევრობის მსურველები არიან: ქრისტინე ქაჯაია; ლევან ისაკაძე; ციალა შავაძე; რუსუდან მუმლაძე-ავალიანი; მამუკა ხოლეგაშვილი; მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.

მეტის ნახვა