ცენტრალური პარკის კოლონადების რეაბილიტაცია დაიწყო

კოლონადები

ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადების რეაბილიტაცია-რესტავრაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში განხორციელდება კოლონადების დაზიანებული ზედაპირების, არქიტექტურულ-დეკორატიული ელემენტების, ძეგლის, ფილებისა და სანათების აღდგენა. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება, რომლის ღირებულებაც 470 ათასამდე ლარს შეადგენს. ბათუმის მერიას ტენდერი 502 456 ათას ლარზე ჰქონდა გამოცხადებული.  კოლონადები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. 

მეტის ნახვა