სცენიდან საახალწლო კონცერტის ყველაზე პატარა მონაწილე, ელის მარია სააკაშვილი მოგვესალმება - მიხეილ სააკაშვილი

ელისა

"თავის დედიკოსთან ერთად სცენიდან მოგვესალმება ელის მარია სააკაშვილი. ჩემი ყველაზე საყვარელი გოგო და უმცროსი შვილი" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გავრცელებულ წინასაახალწლო მიმართვაში საუბრობს. 

"მოგესალმებით რუსთავის ციხიდან, ფიზიკურად დასუსტებული, მაგრამ მორალურად მხნე! სამშობლოს თავისუფლებისა და ჩვენი ხალხის ღირსეული მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება! თუმცა, დღეს მინდა მიმავალი წლის მთელი სიმძიმე გვერდით გადავდო.

ეს პირველი ახალი წელია, რომელსაც ციხეში ვხვდები, მაგრამ შევეცადე ოპტიმიზმი მაინც არ დამეკარგა და ამაშიც მეპოვნა სიკეთის მარცვალი.

დიახ, სამაგიეროდ, წელს პირველი წელია, როდესაც ტელევიზორის ეკრანიდან თავის დედიკოსთან ერთად სცენიდან მოგვესალმება "მთავარი არხის" საახალწლო კონცერტის ყველაზე პატარა მონაწილე, ელის მარია სააკაშვილი. ჩემი ყველაზე საყვარელი გოგო და ყველაზე უმცროსი შვილი.

ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შესაძლებლობა მაქვს და ჩემი ახალი წელი სხვებისგან გამორჩეულია არა ციხის კედლებით, არამედ ჩემი საყვარელი გოგოს სატელევიზიო დებიუტით,"- წერს მიხეილს სააკაშვილი სოციალურ ქსელში. 

მეტის ნახვა