შემზარავი შემთხვევა ქობულეთში - 10 წლამდე ასაკის გოგო ფერდობიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

სასწრაფო

შემზარავი შემთხვევა ქობულეთში - 10 წლამდე ასაკის გოგო ფერდობიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. ტრაგიკული შემთხვევა გუშინ, სოფელ გვარაში მოხდა.

TV25.GE-ის ინფორმაციით, მცირეწლოვანი კლინიკაში ჰყავდათ მოთავსებული, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

"ფერდობიდან გადმოვარდა, საფეთქელი დაარტყა, საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ ვერ გადაარჩინეს", - უთხრა TV25.GE-ის გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის ახლობელმა.

მეტის ნახვა