ახალი ამბები • 1656752721
საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის გამაცხელებელი აფეთქდა - ხანძრის შედეგად, 70 წლამდე ქალი გარდაიცვალა
ახალი ამბები
1653463258

კახეთში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, აალების მიზეზი საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული ბუნებრივი აირის გამაცხელებელი გახდა, რომელიც აფეთქდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ხანძრის დროს 70 წლამდე ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა ხანძრის ლიკვიდაცია უკვე შეძლეს.

მეწყერი ჩამოწვა და კლდიდან ჩამოვარდნილი ლ...
1656656368

ბათუმში, რესტორანი გაქურდეს - ბოროტმოქმედ...
1655192613

ბათუმში, საქართველოს ბანკს თავს დაესხნენ
1654855805
მეტის ნახვა