ახალი ამბები • 1702066781
სარფში, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები მალულად შემოჰქონდათ
ახალი ამბები
1695723233

ფოტო: შემოსავლების სამსახური
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ზ.ჩ.-ს ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები: 106 აბი ,,Methadone 40" და 14 კაფსულა ,,Galara” (300 MG Pregabalin) აღმოაჩინეს.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა
1701807096

როგორი ამინდი იქნება 8 ნოემბრამდე | პროგნოზი
1699261403
მეტის ნახვა