საქართველო-რუსეთის საზღვარზე რიგი 10 კმ-ზეა გადაჭიმული, მოძრაობა ძალიან შენელებულია - BBC

ლარსი

ბევრი რუსი აგრძელებს ქვეყნის დატოვებას მობილიზაციის თავიდან აცილების მიზნით. BBC ადგილობრივ კორესპოდენტზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე დაახლოებით 10 კილომეტრის სიგრძის საავტომობილო რიგია.

გამოცემის ცნობით, მოძრაობა ძალიან შენელებულია და ზოგიერთი ადამიანი საზღვრის გადაკვეთას 20 საათზე მეტია ელოდება.

ხალხის ნაკადი გაიზარდა რუსეთ-ფინეთის საზღვარზეც. ფინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანაში ჩასული რუსების რაოდენობა გასული კვირის შემდეგ გაორმაგდა.

მეტის ნახვა