სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯები იზრდება - მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

მივლინება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯები იზრდება.

უფრო ზუსტად, ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა არსებული 15 ლარიდან 30 ლარამდე, ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვრება თითოეულ ქვეყანასთან მიმართებით, არსებული რეალობის გათვალისწინებით.

მთავრობის ინფორმაციით, განახლებული ნორმებით იხელმძღვანელებს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორი, რომლისთვისაც ანალოგიური ნორმები დადგინდება ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

მეტის ნახვა