სად გაითიშება შუქი - დასახლებების ჩამონათვალი

შუქი

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ბათუმში - 12:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: ჯავახიშვილის, ოძელაშვილის, ბაგრატიონისა და მიმდებარე ქუჩებს.

ხელვაჩაურში - 11:00-დან 18:00 საათამდე  მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ახალშენს, ერგეს, დიდაჭარას, ნიკიტაურსა და მიმდებარე სოფლებს. ასევე შარაბიძეების დასახლების ნაწილს.

ქედაში - 10:30-დან 19:55 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: წონიარისს, სიხალიძეებს, გულებსა და მიმდებარე სოფლებს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

მეტის ნახვა