როგორია ტრაპიზონთან დაშავებული ქართველების ჯანმრთელობის მდგომარეობა? - ნინო ნიჟარაძის განცხადება

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი თურქეთში, ტრაპიზონთან დაშავებული ქართველების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადებას აკეთებს.

ნინო ნიჟარაძის თქმით, შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ისინი თურქეთის სამ სხვადასხვა კლინიკაში აგრძელებენ მკურნალობას. მინისტრის ცნობით, 1 პირის მდგომარეობა მძიმეა, მას ქალა-ტვინის ტრავმა და მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.

რაც შეეხება დანარჩენ ოთხ დაშავებულს, მათგან ერთის მდგომარეობა მსუბუქია და იგი სამედიცინო დაწესებულებას დღეს დატოვებს, ხოლო 3 პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ნიჟარაძის თქმით, ისინი კლინიკაში დარჩენასა და გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებენ. 

დაშავებულების მკურნალობის საფასურს თურქეთის რესპუბლიკა ფარავს. 

შეგახსენებთ, გუშინ, გვიან ღამით, ქალაქ ტრაპიზნოთან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. ავარიაში მოყვა მიკროავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები ისხდნენ.

მეტის ნახვა