ახალი ამბები • 1685356786
"მეიჯერელ საქართველო" TV25-ის ეთერში გასულ რეპორტაჟს წერილობით ეხმაურება
შპს „მეიჯერელ საქართველო“ 10 მაისს, „TV25“-ის ეთერში გასულ რეპორტაჟს წერილობით ეხმაურება. კომპანიის განმარტებით, „მეიჯერელ საქართველოს“ კავშირი არ აქვს, სატელევიზიო მასალაში ნახსენებ ქოლ-ცენტრთან, პირებთან, რომლებიც კადრებში ჩანდნენ და იმ უკანონო საქმიანობასთან, რაზეც „მაცნეს“ რეპორტაჟში იყო საუბარი.
კერძოდ, რეპორტაჟში, რომელიც ეხებოდა ბათუმში აღმოჩენილ ქოლცენტრებს, საიდანაც, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ფულს სძალავენ, ნახსენები, იყო, რომ აღნიშნული „კომპანიის, სარეკლამო სტატიების ფოტოების მიხედვით, ოფისი იმ ტერიტორიის იდენტურია, სადაც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტი ფუნქციონირებს.“
„მეიჯერელის“ მენეჯმენტის განმარტებით, აღნიშნულ მისამართზე და ოთახში მართლაც ჰქონდათ ოფისი, თუმცა ერთ წელზე მეტია ისინი სხვა ქუჩაზე გადავიდნენ, შესაბამისად სიუჟეტში გახმოვანებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება ვებ-გვერდზე ისევ ძველი მისამართის არსებობას - კომპანიაში ამ გარემოებას ტექნიკური გაუმართაობით ხსნიან.
ორგანიზაციაში ქოლ ცენტრებთან კავშირს კატეგორიულად უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ მათი საქმიანობა მოგზაურობის, ელექტრონული კომერციის, ციფრული ტექნოლოგიებისა და ავტოინდუსტრიის მიმართულებებს მოიცავს. წერილობით განმარტების შემდეგ ნათელი გახდა, რომ „მეიჯერელ საქართველოს“ ქოლ-ცენტრების საქმესთან კავშირი არ აქვს.

1684915865

1683875927