ქობულეთში, საცხოვრებელი სახლის უკანა ნაწილი ჩამოინგრა

სახლი ჩამოინგრა

ქობულეთში, საცხოვრებელი სახლის უკანა ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ქვედა სამებაში მოხდა. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში ერთი ქალი იმყოფებოდა, რომელიც ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.

არსებულ სიტუაციას ქობულეთის მერიის წარმომადგენლები გაეცნენ. მათ დაზარალებულ მოქალაქეს მდგომარეობის შესწავლას და შესაძლებლობის ფარგლებში, დახმარებას დაჰპირდნენ.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველოს, ენერგო-პრო ჯორჯიასა და სოკარ ჯორჯია გაზის წარმომადგენლები.

უცნობია, რა გახდა ნგრევის მიზეზი.

მეტის ნახვა