ქობულეთში, მწვანე საფარი ნადგურდება - სანაპირო ზოლში, მრავალწლოვანი ფიჭვები მოჭრეს

ფიჭვები

ქობულეთში, მწვანე საფარი ნადგურდება. თამარ მეფის სანაპირო ზოლში, მრავალწლოვანი ფიჭვის ხე-მცენარეები მოჭრეს. ფაქტი, ყოფილ, „ძვალ-სახსროვანი დაავადებების სამკურნალო ცენტრ "თოლიას" მიმდებარედ, ეგრეთწოდებულ "შახტიორის" ტერიტორიაზე მოხდა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხეებს, ქარსაცავის და რეკრეაციული დანიშნულება ჰქონდა, რომელთა დიდი ნაწილი ძირამდე მოიჭრა. დაწესებულება "თოლია"-ას მიწის ფართობი, ტურისტულად სტრატეგიულ და მომგებიან ადგილას მდებარეობს, ზღვის ხედით, ახალ ბულვართან.

ჩვენი ინფორმაციით ეს ტერიტორია კერძო პირზეა გასხვისებული, რომელიც ქობულეთელია, თუმცა, ამჟამად რუსეთში ცხოვრობს.

რატომ გასცა ქობულეთის მერიამ მრავალწლოვანი ხე-მცენარეების  მოჭრაზე ნებართვა? როგორც უწყებაში განმარტეს, ტერიტორია კერძო პირისაა და მოჭრის ნებართვა იმ მიზეზით ითხოვა, რომ ხეები უსიცოცხლო და გამოფიტული იყო.

მეტის ნახვა