ქარმა ბატუტი გაიტაცა - დაშავდნენ ბავშვები

ინციდენტი

ცოტა ხნის წინ ბათუმის ბულვარში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და სამაშველო სამსახური იმყოფებოდა. უეცრად მოვარდნილმა ქარმა ბატუტი დააზიანა. შემთხვევა არდაგანის ტბასთან მოხდა.

თვითმხილველები TV25.GE-ის უყვებიან, რომ დაშავდნენ ბავშვები. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

მეტის ნახვა