პროსტიტუციის ბრალდებით ჩინეთის და საქართველოს მოქალაქეების დააკავეს | მათ შორისაა მომღერალი ხატია წერეთელი

ხატია

პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემისთვის ჩინეთისა და საქართველოს მოქალაქეები დააკავეს - სამეგრელოში და თბილისში 12 ობიექტი დაიხურა. Tv პირველის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის მომღერალი ხატია წერეთელიცაა. ტვ პირველის მიხერვით, სპეცოპერაცია ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე ჩატარდა, სადაც სავარაუდოდ, მომღერალი ფლობდა გარკვეულ ობიექტს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო 24 საათში, თბილისსა და სამეგრელოს რეგიონში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, 12 პირი დააკავეს და 13 ობიექტი დახურეს.

დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ჩინეთის მოქალაქეები.

დანაშაულები 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს"-  წერს შსს.

მეტის ნახვა