ახალი ამბები • 1656752721
მოსწავლეები, რომლებიც "ბოლო ზარს" აღნიშნავდნენ, მანქანით მდინარეში გადაცვივდნენ - 1 ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა
ახალი ამბები
1653051720

ავტომობილი, რომელშიც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ისხდნენ, მდინარეში გადავარდა. არის მსხვერპლი. ისინი დღეს, "ბოლო ზარს" აღნიშნავდნენ.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ბორჯომთან ახლოს, მწვანე მონასტრის ტერიტორიასთან მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მანქანაში 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა, მათგან 1 ადგილზე გარდაიცვალა. დანარჩენი 3 კი ბორჯომის კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მეწყერი ჩამოწვა და კლდიდან ჩამოვარდნილი ლ...
1656656368

ბათუმში, რესტორანი გაქურდეს - ბოროტმოქმედ...
1655192613

ბათუმში, საქართველოს ბანკს თავს დაესხნენ
1654855805
მეტის ნახვა