მეწყერი ჩამოწვა და კლდიდან ჩამოვარდნილი ლოდები სატვირთოებს დაეცა - დაიღუპა 1, ხოლო დაშავდა 2 ადამიანი

თურქეთში, ქალაქ ხოფასთან ავტობანზე კლდე ჩამოიშალა და ლოდები ტრაილერების რიგს დაეცა. დაიღუპა ერთი, მძიმედ დაშავდა 2 ადამიანი.

თურქული მედიის ცნობით, შემთხვევა საზღვრისპირა ქალაქ ქემალფაშასა და ხოფას შორის ავტობანზე, დაახლოებით დილის 8 საათისთვის მოხდა. პირველადი მონაცემებით დაზიანებულია სამი სატვირთო ავტომობილი. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს მოქალაქეებიც.

წინასწარი ინფორმაციით მათგან არავინ დაშავებულა.

მეტის ნახვა