ახალი ამბები • 1653483916
მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადავარდა - ავარიას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
ახალი ამბები
1642412024

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ინციდენტი თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ წინანდალთან, გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
თვითმხილველთა ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადავარდა. გარდაცვლილია 35 წლამდე ასაკის კაცი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ვანდალიზმის ფაქტი ქედაში - მუნიციპალიტეტშ...
1651575808
მეტის ნახვა