მდინარე ჭოროხმა 35 წლამდე ასაკის კაცი გაიტაცა - სამძებრო სამუშაოებში მაშველები ჩაერთნენ

ამ წუთებში, ჭოროხში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მაშველები 35 წლამდე ასაკის კაცს ეძებენ, რომელიც ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქე მდინარის კალაპოტში ინერტული მასალის ამოღებაზე მუშაობდა, რა დროსაც იგი ადიდებულმა ჭოროხმა წაიღო.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. 

განახლება: კაცი, რომელიც მდინარე ჭოროხმა გაიტაცა, გარდაცვლილი იპოვეს

მეტის ნახვა