მანქანა ხეს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა - ავარიის შედეგად, ორი ახალგაზრდა დაიღუპა

პოლიცია

კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა - დაღუპულია ორი ახალგაზრდა. ინციდენტი ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, გვიან ღამით მოხდა. როგორც ცნობილია, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

შეჯახების შემდეგ, მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა. ახალგაზრდები ავტომობილიდან ვერ გამოიყვანეს. ორივე ადგილზე გარდაიცვალა.

 

წყარო: prime time

მეტის ნახვა