მანქანა გაჩერებაზე მყოფ ქალს და ბავშვს დაეჯახა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა

პოლიცია

მანქანა გაჩერებაზე მყოფ ქალს და ბავშვს დაეჯახა. შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ხოდაშენში მოხდა. დაშავებულია არასრულწლოვანი.

ადგილობრივთა ინფორმაციით, 60 წლამდე ასაკის ქალი და ბავშვები გაჩერებაზე იდგნენ, რა დროსაც სწრაფად მიმავალი ავტომანქანა ჯერ ქალს დაეჯახა, შემდეგ კი 9 წლის ბავშვს. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მოზარდი კი უმძიმესი მდგომარეობით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულიაა პოლიცია. 

მეტის ნახვა