გარდაიცვალა 20 წლის ბიჭი, რომელსაც მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი დაეცა

კლინიკა

20 წლის ბიჭი, რომელსაც ბათუმში, მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი დაეცა, გარდაიცვალა. შემთხვევა 12 ივნისს, კობალაძის ქუჩაზე მოხდა.

ახალგაზრდა 1 თვის განმავლობაში კლინიკაში მკურნალობდა. სამედიცინო დაწესებულების ცნობით, მოქალაქეს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა იგი რეანიმაციულ განყოფილებაში დარჩა და გარდაცვალებამდე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.

მეტის ნახვა