ახალი ამბები • 1711618119
გადავარჩინოთ მთავარი - სოლიდარობის მარში ბათუმშიც გაიმართა
ახალი ამბები
1652891575
გადავარჩინოთ მთავარი - სოლიდარობის მარში თბილისის პარალელურად ბათუმშიც გაიმართა. ჟურნალისტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები ბათუმის ცენტრალურ პარკთან შეიკრიბნენ.
საპროტესტო მსვლელობით, მონაწილეები მთავრობის სახლთან მივიდნენ. აღნიშნავენ, რომ ეს არის ბრძოლა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. მედია ამჯერად მთავარი არხის გენერალური დირექტორის დაპატიმრებას აპროტესტებს.
ნიკა გვარამია, რამდენიმე დღის წინ 3 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობაში გაუშვეს. სასამართლო მას, რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობის პერიოდში, ძალაუფლების არაკეთილსინდისიერად გამოყენებას ედავებოდა.
მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა
1710917099
კაცმა ყოფილ ცოლს მანქანა დაუწვა
1709907782
მეტის ნახვა