გაათავისუფლეთ თეა წულუკიანი თანამდებობიდან - პეტიცია

თეა წულუკიანი

ასობით მოქალაქე კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვს. შესაბამისი პეტიცია დღეს შეიქმნა და მისი ავტორი სოციოლოგი და ფილოსოფოსი, გიგი თევზაძეა.

ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ დროა, საქართველოს კულტურის სისტემა გათავისუფლდეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს არსებული მართვის პრინციპებისგან.

საქმიანობა, რომელიც თეა წულუკიანმა დაიწყო კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მოიცავს:

1. კულტურის სამინისტროს მიერ მართული ორგანიზაციების და პროექტების სტრუქტურულ ცვლილებებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოს კულტურის აგენტების სამინისტროს პოლიტიკური ხელმძღვანელობისათვის დაქვემდებარება;
2. საჯარო ინფორმაციის შეზღუდვას და კადრების პოლიტიკის ნეპოტისტურ და კლიენტარისტულ პრინციპებზე დაფუძნებას;
3. პროფესიონალების განთავისუფლებას იმის გამო, რომ მათ საჯაროდ ან პრივატულად უკმაყოფილება გამოთქვეს როგორც ქვეყანაში, ასევე, კულტურის სამინისტროს სისტემაში მიმდინარე პროცესების მიმართ;
4. ავტორიტეტული ორგანიზაციების/ექსპერტების რჩევებზე უარის თქმას და გაურკვეველი, დაუსაბუთებელი ცოდნის/გამოცდილების მქონე ადამიანების კონსულტაციებზე დაყრდნობას, რამაც უკვე დააზიანა გელათი და დიდი ალბათობით, გამოიწვევს სხვა ძეგლების და ასევე, მუზეუმების კოლექციების დაზიანებასაც;

ამიტომ, მოგიწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოთ თეა წულუკიანი დაკავებული თანამდებობიდან.

გარდა ამისა, დროა საქართველოს კულტურის სისტემა განთავისუფლდეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს არსებული მართვის პრინციპებისგან" - წერია პეტიციაში.

პეტიციაში ხელმოწერის მსურველებმა უნდა გადახვიდეთ მითითებულ ლინკზე: https://bit.ly/3Kl5zEq

მეტის ნახვა