"ევროპული საქართველოდან" აჭარის მთავრობაში - რაულ თავართქილაძე ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორად დანიშნეს

„ევროპული საქართველოდან“ აჭარის მთავრობაში. „ქართულმა ოცნებამ“ აგროსერვის ცენტრის დირექტორად რაულ თავართქილაძე დაინიშნა. თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ, მედიის გარეშე წარუდგინა.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თავართქილაძეს სხვადასხვა უწყებაში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ევროპულ საქართველომდე, რაულ თავართქილაძე წლების განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" რიგებში იყო. 

მეტის ნახვა