ახალი ამბები • 1702066781
ექსკლუზივი: ქობულეთში, სოფლის გამგებელი თანასოფლელ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა
ახალი ამბები
1693810968
TV25.GE-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ქობულეთის მერის წარმომადგენელი თანასოფლელ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა. შემთხვევა სოფელ ლეღვას ცენტრში მოხდა. ფაქტს ათეულობით თვითმხილველი ჰყავს.
ქალი სოფლის მაღაზიაშია დასაქმებული და მასზე ფიზიკურად სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა საჯარო მოხელემ იძალადა.
პოლიციას დახმარებისთვის დაზარალებულმა მიმართა. "ამ თემაზე საუბარი არ მსურს" - გვითხრა დაზარალებულმა და ტელეფონი გაგვითიშა.
"უკვე გათავისუფლებულია აღნიშნული საჯარო მოხელე" - გვითხრეს ქობულეთის მერიაში, თუმცა უწყებაში არ განმარტეს რის საფუძველზე გაათავისუფლეს ჯაბა სტამბოლიშვილი.
ჩვენი ინფორმაციით, ძალადობაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა
1701807096

როგორი ამინდი იქნება 8 ნოემბრამდე | პროგნოზი
1699261403
მეტის ნახვა