ახალი ამბები • 1652779581
დაადებს თუ არა ვეტოს პრეზიდენტი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბედი

საქართველოს პარლამენტის მიერ შემუშავებულ კანონებში "სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ" და "საერთო სასამართლოების შესახებ" განხორციელებულ ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის მთავარსარდალს მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ კანონპროექტისთვის ვეტოს დადების უფლება 14 იანვრამდე აქვს, თუმცა სალომე ზურაბიშვილის პასუხი ისევ უცნობია.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" მიერ შედგენილი კანონის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პირველი მარტიდან უქმდება.
რაც შეეხება კანონს "საერთო სასამართლოების შესახებ", იგი მოსამართლეთა მიმართ ახალი სახის დისციპლინური ზომები შემოსვლას ითვალისწინებს.
პარლამენტის მიერ „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონებში განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტს ხელი ჯერ არ მოუწერია.

1652707445

1650535120