ჩაშლილი მოლაპარაკებები გახარია-ხაზარაძეს შორის

კრახით დასრულებული მოლაპარაკებები გახარია - ხაზარაძეს შორის. პრეზიდენტის ინიციატივით დაწყებული აუდიენცია ვერ შედგა და მხარეებმა გაერთიანება ვერ შემქნეს. ბოლო ორი დღეა პოლიტიკოსები დიალოგის ჩიხში შესვლის გამო ერთმანეთს ადანაშაულებენ. ყოფილი ექსპრემიერის გუნდში თქვეს, რომ  ხაზარაძემ შეთანხმებას კოალიციაში ვერ მიაღწია. პარტიის აჭარის რეგიონული ორგანიზაციის წევრმა, აკაკი გვიანიძემ გუშინ ხელი ლელოსკენ გაიშვირა და თქვა, რომ ისინი მთელი დღის განმავლობაში ტყუილებს ავრცელებდნენ, ხაზარაძის თანაგუნდელები ადგილობრივ დონეზე კი ამტკიცებენ, რომ მოლაპარაკებების სტანდარტი გახარიამ დააღვია. შეგახსენებთ, გახარია ხაზარაძეს შორის მოლაპარაკებები პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო, თუმცა მალევე ჩაიშალა. 

მეტის ნახვა