ბუნებრივი აირის გაჟონვას 80 წელს გადაცილებული ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

პოლიცია

ბუნებრივი აირის გაჟონვას დიდ დიღომში 80 წელს გადაცილებული ცოლ-ქმარი ემსხვერპლა. შემთხვევა იოანე პეტრიწის ქუჩაზე გვიან ღამით მოხდა.

პირველადი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაჟონვის მიზეზად არასწორად დამონტაჟებულ წყლის გამათბობელი სახელდება.

გარდაცვლილი ცოლ-ქმარი გაზის აღმრიცხველმა აბაზანაში აღმოაჩინა.

ცხედრები უკვე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

მეტის ნახვა