ბათუმში, ქოლ-ცენტრები ფუნქციონირებს, საიდანაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ფულს სძალავენ - ელისო კილაძე

ქოლ ცენტრები

ელისო კილაძის მტკიცებით, ბათუმში, ქოლ-ცენტრები ფუნქციონირებს, საიდანაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ფულს სძალავენ. ჟურნალისტი დღეს, ჟღენტის ქუჩის პირველ ნომერში არსებულ ოფისში შევიდა, საიდანაც პირდაპირი ეთერის მეშვეობით, იქ დასაქმებულებს ეკითხებოდა თუ რას საქმიანობდნენ ისინი.

კილაძის კითხვებს ოფისში მყოფებმა თავი აარიდეს და შენობა სწრაფად დატოვეს. შენობაში ათეულობით კომპიუტერია განთავსებული. ჟურნალისტის თქმით, დასაქმებულები თაღლითურ სქემაში არიან ჩართულები და მათ კონკრეტული მფარველები ჰყავთ.

ამ ეტაპზე, ოფიციალურად, უცნობია ვის ეკუთვნის ოფისი, ჟურნალისტებს მისი დადგენა გაუჭირდათ, რადგან ადგილზე პასუხისმგებელი პირები არ იმყოფებიან. შენობაში არც რაიმე სახის მაიდენტიფიცირებელი აბრაა.

ელისო კილაძემ საპატრულო პოლიციაც გამოიძახა, შემთხვევის ადგილზე ძალოვანი უწყების თანამშრომლები ერთი საათის შემდეგ მივიდნენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მეტის ნახვა