ბათუმში, მოპედი 8 წლის ბავშვს დაეჯახა

ავარია

ბათუმში, მოპედი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, გორგილაძის ქუჩაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებული 8 წლის ბავშვია. ადგილზე სასწრაფო-სამეციდინო დახმარების ჯგუფია მობილიზებული. ცენტრის ცნობით, მოზარდი თავის ზედაპირული ტრავმით ბათუმის იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

მეტის ნახვა